უკრაინელი ხალხი რუსეთის წინააღმდეგ მედგრად იბრძვის. ისინი იცავენ თავიანთ სახლებსა და მომავალს და ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ. ხვალ ჩვენ შემოგვიერთდებიან უკრაინის თავდაცვის მინისტრი რეზნიკოვი და ჩვენი ძველი პარტნიორები საქართველოდან, ფინეთიდან, შვედეთიდან და ევროკავშირიდან. მთელმა მსოფლიომ დაგმო ეს ომი. წლების განმავლობაში ნატომ წვრთნები ჩაუტარა ათიათასობით უკრაინელ სამხედროს, მათგან უმეტესობა კი დღეს ფრონტის ხაზზე იბრძვის. ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინას დაეხმარნენ ანტისატანკო იარაღებითა და დრონებით. უკრაინას ყველანაირი უფლება აქვს, რომ საკუთარი თავი დაიცვას. ნატო განაგრძობს უკრაინის დახმარებას ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული გზებით. ნატოს მთავარი მიზანია, დაიცვას ალიანსი.
რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი
სტოლტენბერგი: NATO გააგრძელებს უკრაინის დახმარებას სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული გზებით
tbl.ge/5wv8
დაკოპირდა
თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ამავე თემაზე
- რუსეთმა ხარკოვის ჩრდილოეთ ნაწილში შეტევები გააძლიერა
- რუსულ ჯარში ინდოელების მოტყუებით წაყვანისთვის ინდოეთში ოთხი პირი დააკავეს
- ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს უფროსი გაათავისუფლა
- SpaceX-თან თანამშრომლობით პენტაგონმა რუსეთი Starlink-ის უნებართვო გამოყენებისგან დაბლოკა
- რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა მოსკოვთან დრონი ჩამოაგდეს