ვფიქრობ, ეს ასე არ არის. არ ვიცი, საიდან იღებთ ინფორმაციას, მაგრამ არ მგონია, რომ საქართველოს მოსახლეობა ფრუსტრირებულია. ვფიქრობ, ქართველი ხალხი ძალიან დიდი სოლიდარობას გამოხატავს და ბევრ ინიციატივას იჩენს. როგორც უკვე ვთქვი, მთავრობა და სახელმწიფო აკეთებენ ყველაფერს, რაც კი შეიძლება გაკეთდეს ქვეყნის მიერ, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია. დანარჩენი კეთდება მოსახლეობის მიერ, მხარდაჭერის გამოხატვა - მიდიან ექიმები, მოხალისეები და არ არის საჭირო, საქართველომ რაიმე სახის პროვოკაცია შექმნას, რაც შეიძლება მოგვიანებით იქნეს გამოყენებული. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მაგალითი, თუ როგორ მოქმედებს ვოლოდიმირ ზელენსკი, რათა არ იყოს პროვოკატორი და რუსეთს გამოაცალოს ყველანაირი არგუმენტი. შესაბამისად, ნათელია, რომ რუსეთმა დაიწყო ეს მასშტაბური აგრესია ყველანაირი მოტივისა და პროვოკაციის გარეშე. საქართველოს სწორედ ასე იქცევა.
რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი
ზურაბიშვილი: ქართველი ხალხი ფრუსტრირებული არაა, მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია
tbl.ge/5wvr
დაკოპირდა
ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Euronews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
ამავე თემაზე
- უკრაინა: 7 რეგიონში ოკუპანტების 29 დრონიდან 28 ჩამოვაგდეთ
- Bild: გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 3.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
- უკრაინა: გავანადგურეთ რუსული გამნაღმველი გემი "კოვროვეცი"
- უკრაინა: გავანადგურეთ 37 რუსული დრონი
- ყირიმში დაასაფლავეს რუსი სამხედრო, რომელიც, Astra-ს ცნობით, "საიდუმლო" ბაზას მეთაურობდა