მინდა, გამოვეხმაურო ერთ თემას, თითქოს მე არ მქონია კომუნიკაცია კიევის მერთან და ეს მოვიტყუე. არ ვიცი, რა დავარქვა ამ ყველაფერს. აბსურდი და გაუგებარია, რატომ უნდა მოვიგონო ეს, უბრალოდ არ მესმის. რა თქმა უნდა, მქონდა საუბარი, ვესაუბრე 3 მარტს. ჯერ ოფიციალური წერილი გავუგზავნე ტელეფონზე. ეს იყო საქართველოსა და მოლდოვის თვითმმართველი ერთეულების მერების წერილი. მე ვარ ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის პრეზიდენტი და ერთობლივად გავამზადეთ წერილი, რომელიც გამოქვეყნებული იქნა სხვადასხვა მედიასაშუალებით. ეს წერილი პირდაპირ გავუგზავნე მას. მან მაშინვე გადმომირეკა და გვქონდა საუბარი ყველაფერზე: იქ არსებულ მდგომარეობაზე, თუ რა ვითარება იყო. ამის შემდეგაც მქონდა კომუნიკაცია. კომუნიკაცია მქონდა ასევე ხარკოვის და ირპენის მერებთან. რატომ უნდა მოვიტყუო, რა არის ამაში ისეთი, უბრალოდ გაუგებარია.
რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი
კალაძე: აბსურდი და გაუგებარია, რაში მჭირდება მოვიგონო კიევის მერთან საუბარი
tbl.ge/5wwb
დაკოპირდა
3 მარტს კახა კალაძემ თქვა, რომ კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს ესაუბრა. TV პირველმა გაავრცელა ვიდეო, სადაც კლიჩკო ამბობს, რომ კალაძესთან ომის დაწყების შემდეგ არ უსაუბრია.
ამავე თემაზე
- NATO-ს უმაღლესი სარდლის თქმით, ხარკოვში წინსვლისთვის რუსეთს საკმარისი ძალები არ ჰყავს
- კრასნოდარის ობიექტებს დრონებით დაარტყეს, რუსების მტკიცებით, 102 დრონი გაანადგურეს
- შრი ლანკამ რუსულ ჯარში მოტყუებით წაყვანილების დასაბრუნებლად რუსეთში დელეგაცია გაგზავნა
- უკრაინის სამხედრო ნაწილები ხარკოვის ოლქის რამდენიმე სოფლიდან გამოვიდნენ
- რუსეთში, თათრეთში დრონის თავდასხმის საფრთხის გამო თალიბანის დელეგაცია დროულად ვერ ჩაფრინდა