რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსული მხარის მტკიცებით, დონეცკელმა სეპარატისტებმა მარიუპოლის აეროპორტი დაიკავეს

რუსი ოკუპანტები მარიუპოლის შემოგარენში
ria.ru

რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის РИА Новости-ს ინფორმაციით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალებმა ქალაქი მარიუპოლის აეროპორტზე კონტროლი სრულად მოიპოვეს. 

ქალაქი მარიუპოლი უკვე რამდენიმე დღეა რაც ალყაშია. მას დონეცკელი სეპარატისტებისა და რუსი ოკუპანტების ძალები უტევენ. მარიუპოლს იცავს უკრაინის ეროვნულ გვარდიაზე დაქვემდებარებული აზოვის პოლკი. ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის პირას არის. 

მარიუპოლში რუსული იერიშების სამიზნეები არაერთხელ გახდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მშვიდობიანი მოსახლეობით სავსე შენობები, მათ შორის 9 მარტს საჰაერო თავდასხმის სამიზნე მარიუპოლის სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფო იყო, 16 მარტს ბომბი ჩამოაგდეს თეატრის შენობაზე, რომლის ბომბსაფარშიც ასობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები იმყოფებოდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები