რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მეუფე საბა: ზოგიერთი პატრიარქი, ეპისკოპოსი ლოცავს მათ, ვინც ხალხს ხოცავს უკრაინაში

მე მოვედი დღეს თქვენთან ფიზიკურად, მაგრამ მე ვარ თქვენთან ერთად ჩემი ხორციელი შობიდან! რადგან საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც არაერთხელ განიცადა რუსეთის მიერ შევიწროება! დღეს 20% საქართველოს ტერიტორიისა არის ოკუპირებული!

2008 წელს ჩვენ ვხვდებოდით, რომ შემდეგი იქნებოდა უკრაინა, მაგრამ მაშინ ეს ვერ დაინახა სამყარომ და ახლა ყველა ერთად ვხედავთ, თუ რამდენად საშინელ დიქტატორულ ქვეყანასთან გვაქვს საქმე!

თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენ, მღვდელმთავრებმა ვიცით რა ხდება უკრაინაში. მინდა გითხრათ, რომ დიახ, ჩვენ, ვისაც გვწამს ჭეშმარიტი ღმერთის, ვიცით და ვხედავთ რა ხდება უკრაინაში. სამწუხაროდ, ყველა არ აღმოჩნდა ამ მხარეს და ისინი (ზოგიერთი პატრიარქი და მღვდელმთავარი) ლოცავენ იმ ხალხს, ვინც მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს უკრაინაში!

ეს არ არის ქრისტიანობა! დღეს ვისაც სწამს ქრისტე, უნდა იდგეს უკრაინის მხარეს, რადგან დღეს უკრაინაში იდევნება ქრისტე! უკრაინაში არის დღეს გოლგოთა! სადაც დღეს ქრისტეა ჯვარცმული! ჩვენ ღრმად გვჯერა, რომ იქნება აღდგომა, საბოლოოდ კი ნათელი გაიმარჯვებს ბნელზე!

პირადად ჩემი და ჩემი სამღვდელოების სახელით გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას!

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საბას მიერ წარმოთქმული სიტყვა ამერიკის უკრაინულ ეკლესიაში.

კომენტარები