რომის პედიატრიულ საავადმყოფოში უკრაინელი ბავშვები პაპმა ფრანცისკემ მოინახულა.
ვატიკანის ცნობით, რომის ბამბინო ჯეზუს პედიატრიულ საავადმყოფოში უკრაინიდან ევაკუირებული 19 ბავშვი მკურნალობს. რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ, ამ საავადმყოფოში 50-მდე უკრაინელმა ბავშვმა გაიარა მკურნალობა.
"ბავშვების სისხლი და ცრემლები, ქალების და კაცების ტანჯვა, რომლებიც საკუთარ მიწას იცავენ ან გაურბიან დაბომბვებს ჩვენი სინდისისთვის შემაძრწუნებელია". – თქვა რომის პაპმა ფრანცისკემ, პარასკევს სლოვაკეთში საეკლესიო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.