ჰოლივუდი

WEST SIDE STORY-ს ვარსკვლავი რეიჩელ ზეგლერი ოსკარის ცერემონიაზე არ დაპატიჟეს

Just Jared

ვესტსაიდურ ისტორიაში მთავარი როლის შემსრულებელი რეიჩელ ზეგლერი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე არ დაპატიჟეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად მსახიობი ავრცელებს.

გამოქვეყნებული ფოტოს ქვეშ ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა ასეთი კომენტარი დაწერა: "ერთი სული მაქვს ვნახო რა გეცმევა ოსკარის ღამეს". 

"არავის დავუპატიჟივარ, ასე რომ ალბათ სპორტულ შარვალს და მეგობარი კაცის კუბოკრულ პერანგს". – უპასუხა ზეგლერმა.

"იმედი მაქვს სასწაული მოხდება და პერსონალურად შევძლებ ჩემი ფილმის გულშემატკივრობას, მადლობა ყურადღებისთვის, მეც იმედგაცრუებული ვარ". – წერს მომდევნო კომენტარში მსახიობი.

West Side Story ცნობილი ბროდვეის მიუზიკლის მორიგი ეკრანიზაციაა, რომელიც ოსკაროსანმა სტივენ სპილბერგმა გადაიღო. სურათი საუკეთესო ფილმის, რეჟისორის, მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალის, ოპერატორის, კოსტიუმების დიზაინის, მხატვრობისა და ხმის კატეგორიებშია ნომინირებული.

კომენტარები