რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაერო: უკრაინაში რუსი ოკუპანტების თავდასხმებს 1000-ზე მეტი მშვიდობიანი უკრაინელი ემსვერპლა

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ცნობით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 თვეში რუსი ოკუპანტების თავდასხმებს 1000-ზე მეტი მშვიდობიანი უკრაინელი ემსხვერპლა.

ოფისის მონაცემებით, რუსულმა არმიამ სულ 1 035 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა, მათ შორის 214 მამაკაცი, 160 ქალი და 42 ბავშვი იმსხვერპლა. ამასთან, 571 ზრდასრულის და 48 ბავშვის სქესი ჯერჯერობით დაუდგენელია.

გარდა ამისა, რუსეთის თავდასხმის შედეგად 1 650 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 181 მამაკაცი, 140 ქალი და 51 ბავშვი. 1 211 ზრდასრულისა და 67 ბავშვის სქესი კი დაუდგენელია.

გაეროს ცნობით, დაღუპულთა დიდი ნაწილი ფეთქებად იარაღებს ემსხვერპლა, მათ შორის მძიმე არტილერიას, სარაკეტო სისტემებსა და ავიათავდსახმებს.

კომენტარები