რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი: პუტინი იმედოვნებდა, რომ NATO-ს დაყოფას შეძლებდა, მან მიზანს ვერ მიაღწია

Kacper Pempel | Reuters

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პოლონეთის პრეზიდენტ, ანდჟეი დუდასთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა უკრაინაში მიმდინარე ომისას NATO-ს ქვეყნების ერთიანობის მნიშვნელობას. მისი თქმით, პუტინი შეცდა, როცა იფიქრა, რომ NATO-ს დაყოფას შეძლებდა. 

"დარწმუნებული ვარ, პუტინს სჯეროდა, რომ NATO-ს დაყოფას შეძლებდა; შეძლებდა აღმოსავლეთ ფლანგის დასავლეთისგან მოწვეტას, წარსულ ისტორიის გამოყენებით ერთა დახლეჩას. თუმცა, მან ეს ვერ მოახერხა". - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა. 

ბაიდენმა, ასევე, ისაუბრა უკრაინელ ლტოლვილთა მიღების აუცილებლობაზე. მისი თქმით, NATO-ს წევრი სახელმწიფოები უნდა გაჰყვნენ პოლონეთის გზას და მიიღონ უკრაინელი მოსახლეობა. 

"პოლონეთი იღებს მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას, რომელიც, ვფიქრობ, მხოლოდ პოლონეთის პასუხისმგებლობა არაა; ეს ყველაფერი NATO-ს პასუხისმგებლობაცაა". - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები