რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არახამია: უკრაინას სურს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც NATO-ს მე-5 მუხლზე მკაცრი იქნება

დავით არახამია

უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით არახამია რუსეთთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამბობს, რომ უკრაინას სურს მიიღოს ხელმომწერი ქვეყნებისგან უსაფრთხოების ისეთი გარანტიები, რომლებიც NATO-ს მე-5 მუხლზე უფრო მკაცრი იქნება.

"ევროპაში უსაფრთხოების თემაზე დიდი ბზარი გაჩნდა - ის არ მუშაობს. ჩვენ გამოვედით ოფიციალური შეთავაზებით. ხელი ჯერ არაფრისთვის მოგვიწერია, უბრალოდ, ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ახალ სისტემაზე ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ ხელშეკრულება იყოს რატიფიცირებული, რადგან იმავე შეცდომა არ იქნეს დაშვებული, როგორც ბუდაპეშტის მემორანდუმის დროს, რომელიც მხოლოდ ფარატინა ქაღალდი აღმოჩნდა. 

გვსურს, რომ ეს იყოს ეფექტური საერთაშორისო მექანიზმი უკაინისთვის უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიებით, სადაც გარანტორი ქვეყნები NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსად იმოქმედებენ, მაგრამ კიდევ უფრო მკაცრაცადაც, რადგან არსებობს მოტივაციის მექანიზმი.

ჩვენ ვამბობთ, რომ კონსულტაციები უნდა გაიმართოს სამ დღეში, ეს შეიძლება იყოს აგრესია, ჰიბრიდული ომი, შენიღბული ომი ნებისმიერი ფორმატით. ამის შემდეგ გარანტორმა ქვეყნებმა უნდა მოგვაწოდონ სამხედრო დახმარება იარაღის, დახურული ცის სახით - ყველაფერი, რაც ახლა ძალიან გვჭირდება და ვერ მივიღებთ. ეს არის ჩვენი წინადადება. ვის ვხედავთ გარანტორებს შორის - გაეროს უშიშროების საბჭოს ქვეყნებს (დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, რუსეთი, აშშ, საფრანგეთი, თურქეთი, გერმანია, კანადა, იტალია, პოლონეთი, ისრაელი)".- ამბობს არახამია. 

არახამიას თქმითვე, ქვეყნებს აქვთ თავისუფალი არჩევანი, შეუერთებიან თუ არა ხელშეკრულების პირობებს. 

"რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს გადაუჭრელი საკითხები ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ამიტომ გარანტიები დროებით არ იმუშავებს ამ ტერიტორიებზე. ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე გასცა წინასწარი თანხმობა, მაგრამ ჩვენ ველოდებით ოფიციალურ განცხადებებს. ეს არის სისტემა, რომელზედაც ჩვენ გვინდა ავაშენოთ უკრაინის ახალი მომავალი უსაფრთხოების თვალსაზრისით".- თქვა არახამიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს გარანტიები უნდა დაეხმაროს უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციამ რუსეთს შესთავაზა, რომ მომდევნო 15 წლის განმავლობაში ყირიმისა და სევასტოპოლის სპეციალურ სტატუსზე ორმხრივი საუბრები აწარმოონ.

რუსეთის დელეგაციამ სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებებზე კონფლიქტის დეესკალაციისთვის ორი ნაბიჯის გადადგმაზე ისაუბრა. რუსეთის დელეგაციაზე დაყრდნობით РИА იტყობინება, რომ ეს ნაბიჯები მოიცავს "კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით სამხედრო აქტივობის მკვეთრ შემცირებას", ამასთან, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შესაძლებლობას.

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ მედისნკიმ თქვა, რომ რუსეთმა მიიღო წერილობითი წინადადებები უკრაინისგან, რომელიც ადასტურებს მის სურვილს ნეიტრალური და არაბირთვული სტატუსის შესახებ. 

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ მედისნკიმ თქვა, რომ რუსეთმა მიიღო წერილობითი წინადადებები უკრაინისგან, რომელიც ადასტურებს მის სურვილს ნეიტრალური და არაბირთვული სტატუსის შესახებ. 

 

კომენტარები