ალტ-ინფო

GMC: ალტ-ინფოს პარტიის ვებ-გვერდს პროგრამულ მომსახურებას კრემლის ტერიტორიიდან უწევენ

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, პუტინისტური დაჯგუფების, ალტ-ინფოს ახალი პრორუსული პარტიის, კონსერვატიული მოძრაობის ვებ-გვერდის ჰოსტინგი კრემლისა და წითელი მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან ხდება.

ორგანიზაციის ცნობით, ჰოსტინგი გულისხმობს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაბინავებას, მომსახურებასა და პროგრამულ უზრუნველყოფას.


პოლიტიკური პარტია კონსერვატიული მოძრაობა პრორუსულ დაჯგუფების ალტ-ინფოს წევრებმა დააფუძნეს.

კომენტარები