რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დენისენკო: ირპენში დაბრუნება ჯერ სახიფათოა, ცხედრებიც კი დანაღმულია

ირპენი

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ თქვა, რომ კიევის ოლქის გათავისუფლებულ ქალაქ ირპენში აღმოჩენილია მრავალი ნაღმი და მავთული, რომლებიც რუსმა ოკუპანტება დატოვეს და შესაბამისად, იქ დაბრუნება კვლავ სახიფათოა. 

"ჩვენ ვპოულობთ უამრავ ნაღმს, სტრიებს, დანაღმულ გვამებსაც კი. ამიტომ, ძალიან დიდი თხოვნა ყველას, ვისაც სურს სახლში დაბრუნება - ცოტაც მოითმინეთ. ოფიციალურად ვიტყვით, როდის იქნება შესაძლებელი დაბრუნება". - ამბობს ის. 

დენისენკომ თქვა, რომ ირპენში ბევრი ადამიანი რჩება, ვინც წასვლაზე უარს ამბობს და პოლიცია მათ სარდაფებში ეძებს. ისინი ცდილობენ მათ პოვნას, რათა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანონ.

28 მარტს, ირპენის მერმა, ალექსანდრ მარკუშინმა თქვა, რომ ქალაქი რუსი ოკუპანტებისგან თავისუფალია. მისივე თქმით, ქალაქში დაბრუნება ჯერჯერობით უსაფრთო არ არის, რადგან ირპენის ნახევარი განადგურებულია, ხოლო ოკუპანტების მიერ დამბობვა კვლავ გრძელდება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები