რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

წითელი ჯვარი მარიუპოლში შედის

Reuters

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თქმით, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა უკრაინისა და რუსეთის ოფიციალური პირებთან შეთანხმებით განხორციელდება.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელი გეგმის დეტალებს აზუსტებს:

  • ოპერაციაში ჩართულია 54 ავტობუსი.
  • წითელი ჯვრის გუნდს ჰუმანიტარული დახმარების შეტანის უფლება არ მისცეს, რის გამოც ისინი მარაგების გარეშე დარჩნენ.
  • ევაკუაციის მარშრუტის კონკრეტული მიმართულება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, გადაყვანა უკრაინის ტერიტორიაზევე მოხდება.

წითელი ჯვრის ვარაუდით, 100 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე რჩება ალყაში მოქცეულ საპორტო ქალაქში. ასევე, უკრაინის მინისტრის მოადგილემ, ალექსეი იარემენკომ თქვა, რომ უკვე 36 დღეა, რაც მარიუპოლს არ მიუღია სამედიცინო ან ჰუმანიტარული მარაგი.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები