ხელისუფლება ესაუბრება ხელისუფლებას. თუ ხელისუფლებას ექნებოდა კომუნიკაცია ხელისუფლებასთან, ეს პოზიციები გაიცვლებოდა. ჩვენ შუამავალი ნაციონალური მოძრაობა თუ უნდა გვყავდეს უკრაინის ხელისუფლებასთან, მაშინ მშვიდობაში მოახმაროს უკრაინის ხელისუფლებას ნაციონალური მოძრაობა.
[...] კარგად თუ დაეხმარებიან ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები, ალბათ ასწავლიან [იმას] რაც, არ მგონია, უკრაინის ხელისუფლებისთვის მისაღები იყოს - როგორ ხდება გვამების შემოდება რუსთაველის მსგავსად უკრაინაში. ეს ხალხია მათ გარშემო, რაც ძალიან სამწუხაროა. როდესაც კრიმინალი ადეიშვილი გიზის მოლაპარაკების მაგიდასთან, მათი და შემდგომ ჩვენი რეაქცია გასაკვირი არ უნდა იყოს.