ჩეხეთში უკრაინის ელჩის, ევჰენი პერებიინის ცნობით, ჩეხეთის პარლამენტმა ერთხმად მხარი დაუჭირა ჰოლოდომორის უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებას.
"ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატამ 1932-1933 წლებში მომხდარი ჰოლოდომორი ერთხმად აღიარა უკრაინელი ხალხის გენოციდად. დეტალები მოგვიანებით". - წერს ის.
უკრაინაში მასობრივი შიმშილობა - ჰოლოდომორი 1932-33 წლებში იყო, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ უკრაინის მოსახლეობას კოლექტივებში შესვლა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის დათმობა აიძულა. შედეგად, რამდენიმე მილიონი ადამიანი დაიღუპა.