სირცხვილიას აქტივისტები, რომლებიც 7 მარტს მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე დააკავეს, სასამართლომ დააჯარიმა.
"მოსამართლე მანუჩარ ცაცუას გადაწყვეტილებით, 7 მარტს, უკრაინის სოლიდარობის აქციაზე უკანონოდ დაკავებულ აქტივისტებს ჯამში 15 800 ლარის ჯარიმები შეეფარდათ".- აცხადებს სირცხვილია
- ზუკა ბერძენიშვილი - 3800 ლარი
- გიორგი მჟავანაძე - 2800 ლარი
- გური გოლიაძე - 2800 ლარი
- ნოდარ რუხაძე - 2800 ლარი
- ალექსანდრე სამხარაძე - 2600 ლარი
- გიგა მაქარაშვილი - 1000 ლარი'
დაკავებულ აქტივისტებს პოლიცია 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
7 მარტს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ უკრაინის სოლიდარობის აქციაზე, ჯამში 16 ადამიანი დააკავეს და დააჯარიმეს.