რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბერლინში, ბრიტანეთის საელჩოს დაცვის თანამშრომელი რუსეთის ჯაშუშობაში ამხილეს

მამაკაცი ბერლინში, ბრიტანეთის საელჩოში დაცვის თანამშრომლად მუშაობდა

ბერლინში, ბრიტანეთის საელჩოს დაცვის თანამშრომელი, დევიდ სმიტი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ამხილეს. გაერთიანებული სამეფოს პოლიციის ცნობით, სმიტს ბრალი 9 სხვადასხვა დარღვევაში ედება.

სკოტლანდ იარდის ინფორმაციით, 57 წლის დევიდ სმიტის გერმანიიდან ბრიტანეთში ექსტრადირება 6 აპრილს მოხდა. 7 აპრილს კი ის სასამართლოს წინაშე წარდგება.

სმიტი, რომელიც ქალაქ პოტსდამში ცხოვრობდა, ინფორმაციის შეგროვებისა და მისი რუსეთისთვის გადაცემაში 7 სხვადასხვა ეპიზოდშია მხილებული. ამასთან, თითოჯერ კომუნიკაციის დამყარებისა და ინფორმაციის მიწოდების მცდელობაში იმ პირთან, ვინც მას რუსეთის ხელისუფლების წევრი ეგონა.

სავარაუდო დანაშაული 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის აგვისტომდეა ჩადენილი.

The Met-ის ინფორმაციით, გამოძიებას მისი კონტრტერორისტული სამხედრო ოლქი ხელმძღვანელობდა.

კომენტარები