7 აპრილს თბილისის მერს, კახა კალაძესა და საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელ, ანდრეი კასიანოვს შორის შეხვედრა გაიმართა. მათ რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოში ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეებისთვის დახმარების აღმოჩენის, საქართველოში სკოლამდე საგანმანათლებლო დაწესებულებებში უკრაინული ჯგუფების შექმნისა და კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ფინანსური დახმარების საკითხები განიხილეს. კახა კალაძემ გვითხრა, რომ თბილისის მერია მზადაა, თბილისის ერთ-ერთ მოედანს უკრაინელი გმირების სახელი დაარქვას. უკრაინულმა მხარემ თბილისის მერიას ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მათ შორის არის საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და ტანსაცმელები, რაც ჯამში 50 ტონას შეადგენს.
რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი
უკრაინის საელჩო: თბილისის მერია მზადაა, ერთ-ერთ მოედანს უკრაინელი გმირების სახელი დაარქვას
tbl.ge/5y6t
დაკოპირდა
წერს უკრაინის საელჩო სოციალურ ქსელში.
რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომირუსეთის აგრესია უკრაინაშიომი უკრაინაშისაქართველო-უკრაინაუკრაინა-საქართველოუკრაინის საელჩო საქართველოშიანდრეი კასიანოვითბილისის მერიაკახა კალაძე
ამავე თემაზე
- Bild: გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 3.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
- უკრაინა: გავანადგურეთ რუსული გამნაღმველი გემი "კოვროვეცი"
- უკრაინა: გავანადგურეთ 37 რუსული დრონი
- ყირიმში დაასაფლავეს რუსი სამხედრო, რომელიც, Astra-ს ცნობით, "საიდუმლო" ბაზას მეთაურობდა
- NATO-ს უმაღლესი სარდლის თქმით, ხარკოვში წინსვლისთვის რუსეთს საკმარისი ძალები არ ჰყავს