თელ-ავივში სროლისას, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. ისრაელის პოლიცია მომხდარს ტერორისტულ თავდასხმას უწოდებს.
ისრაელის სასწრაფო სამეციდინო დახმარების განცხადებით, ინფორმაცია სროლის "რამდენიმე სცენაზე" მიიღეს - ახლოს მდებარე საავადმყოფოებში 6 ადამიანი გადაიყვანეს, მათგან 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები მძიმედ ან კრიტიკულად აფასებენ.
პოლიციის წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან ტავი შეიკავონ.
"ტერორისტმა მცირე მანძილიდან გახსნა ცეცხლი და შემდეგ ფეხით გაიქცა. რამდენიმე ადამიანია დაჭრილი. [...] არ დატოვოთ თქვენი სახლები. არ გამოყოთ თავი ფანჯრიდან. მოერიდეთ აივნებს". - თქვა საპატრულო პოლიციის პრესსპიკერმა, ელი ლევიმ.