კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით 6 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 107 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 1.95%-ია

საქართველოში COVID-19-ით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 5 489 ტესტი და დადასტურდა 107 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 281 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე -  2.2%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.82%.

ინფიცირების 107 ახალი შემთხვევიდან თბილისში 58 გამოვლინდა, აჭარაში - 2, იმერეთში – 12, ქვემო ქართლში – 5, შიდა ქართლში – 4, გურიაში – 10, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 7, კახეთში – 6, მცხეთა-მთიანეთში – 1, სამცხე-ჯავახეთში – 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 3 059, საიდანაც 412 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 2 647 - ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 102 პირი იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 651 577 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 631 715 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 777.


კომენტარები