რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საბრძოლო ვითარება უკრაინაში 10 აპრილისთვის – ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში

Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალებმა მარიუპოლში ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიეს. ოკუპანტებმა იზიუმ-სლოვიანსკის ღერძზე  შეტევითი ოპერაციების განხორციელება განაგრძეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის ჯარებმა მარიუპოლი, ქალაქის ცენტრიდან სანაპირომდე, ორად გაყვეს, რამაც უკრაინის სამხედრო ძალები მარიუპოლის მთავარი პორტსა და აზოვსტალის ფოლადის ქარხანასთანიზოლირებული დატოვა. 8 აპრილს, ოკუპანტები Maxar Technologies-ის ასობით მანქანის მეშვეობით, ლუგანსკში მყოფ ჯარებთან დასაკავშირებლად, იზიუმში შეტევითი ოპერაციების განხორციელებას განაგრძობენ.

ISW-ს ძირითადი დასკვნები:

  • 10 აპრილს, რუსეთის სამხედრო ძალებმა ქალაქ მარიუპოლი, ცენტრიდან სანაპირომდე, ორად გაყვეს, რამაც უკრაინის ქვედანაყოფები სამხრეთ-დასავლეთ პორტსა და აღმოსავლეთ მდებარე, აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში იზოლირებულნი დატოვა.
  • ოკუპანტებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ფრონტალური თავდასხმების შედეგად, ტერიტორიული წინსვლა ვერ მოიპოვეს, თუმცა განაგრძობენ ქვედანაყოფებში ხალხის დამატებას.
  • Maxar Technologies-ის სატელიტურმა სურათებმა ხარკოვის ოლქში ასობით რუსული მანქანა დააფიქსირა, რომლებიც რუსეთის ოპერაციების მხარდასაჭერად იზიუმთან ახლოს განლაგდნენ.
  • უკრაინის სამხედრო ძალების კონტრშეტევები ქალაქ ხერსონს შეიძლება უახლოეს დღეებში ან კვირებში დაემუქროს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ქვედანაყოფებს საბრძოლო ქმედებებში დასაბრუნებლად, ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინიდან გაყვანილი ძალებს, ფულად ბონუსებს სთავაზობს. 10 აპრილს “Радио Свобода-მ“ დოკუმენტის სურათები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში მყოფ რუს ჯარისკაცებს ფულად ბონუსებს სთავაზობს. დოკუმენტის მიხედვით, გათვალისწინებულია 300 000 რუბლი ფიქსირებული ფრთის თვითმფრინავის, 200 000 რუბლი ვერტმფრენის და 50 000 რუბლი ჯავშანტექნიკისა და არტილერიის განადგურებისთვის. Радио Свобода-ს ინფორმაციით, ფულადი ბონუსები გამიზნულია კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებიდან გამოყვანილი ქვედანაყოფების საბრძოლო ქმედებებში დასაბრუნებლად.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის (ГУР) დირექტორატის მტკიცებით, რუსეთი ჯარში ადრე მიუღებელი კატეგორიის ადამიანებს იწვევს, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და დაცული ინდუსტრიების მუშაკებს. ГУР იტყობინება, რომ DNR/LNR ოფიციალური პირები საგზაო მოძრაობის ინსპექტორებს ადგილზე გაწვევის შესახებ ცნობების გამოქვეყნებასა და საგზაო ბლოკების მთავარ მაგისტრალებზე გადაყენების საშუალებას აძლევენ. გავრცელებული ინფორმაციით, DPR და რუსეთის სამხედრო პოლიცია დოკუმენტებს ანადგურებენ, რამაც შეიძლება ადამიანების სამხედრო სამსახურში გაწვევას შეუშალოს ხელი.

კომენტარები