რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დეკანოიძე: უკრაინაში ოპოზიცია წავალთ ცალკე, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე წავა ცალკე

ეს არის ჩემი პოზიცია და როგორც აღმოჩნდა, ეს პოზიცია არის საბოლოო, ის, რომელიც დაფიქსირდება, ანუ ჩვენ წავალთ ცალკე ოპოზიცია, ხოლო უმრავლესობა, ასე ვთქვათ პარლამენტის თავმჯდომარე წავა ცალკე. იყო გარკვეული შემოთავაზებები ქართული ოცნებიდან, მაგრამ სამწუხაროდ ეს შემოთავაზებები და ასეთი ალოგიკური ვაჭრობასავით არ შეიძლება უკრაინას დავუკავშიროთ. ამიტომ, ჩვენი პოზიცია იყო ძალიან მყარი, რომ თავიდანვე დაგეგმილი იყო ოპოზიციის ვიზიტი ერთობლივად, ჩვენ წავალთ ერთად და ალბათ უახლოეს პერიოდში ეს ყველაფერი გაირკვევა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე წავა ცალკე.

ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემა, ქართული ოცნებისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კომენტარები