უკრაინაში ვიზიტი

მელია უკრაინაში ვიზიტზე: ჩვენ არა ოპოზიციას, არამედ ქართველ ხალხს წარმოვადგენთ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის წევრებთან, ეკა ხერხეულიძესა და კობა ნაყოფიასთან ერთად უკრაინაში იმყოფება. მათ გარდა უკრაინაშია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც.

"მნიშვნელოვანია, რომ ამ დელეგაციის ფარგლებში ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, ძალიან ბევრ შეხვედრაში მივიღოთ მონაწილეობა. დღეს ჩვენ აქ და ახლა არ წარმოვადგენთ ქართულ ოპოზიციას, აქ და ახლა ჩვენ წარმოვადგენთ ქართველ ხალხს, რომლის უმრავლესობაც არის სოლიდარული უკრაინის მიმართ". - უთხრა ნიკა მელიამ მთავარ არხს.

კომენტარები