რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოსკოვის მუქარის შემდეგ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი გამოიძახა

რუსეთის საოუკუპაციო ძალების ტანკები რუსეთისა და ე.წ. დსრ-ს დროშებით
Chingis Kondarov/Reuters

მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტრომ რუსეთის ელჩი გამოიძახა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 22 აპრილს სამხრეთ უკრაინის სრულად გაკონტროლებისა და დნესტრისპირეთში შესვლის გეგმა გაასაჯაროვა. 

"სამინისტრო ინფორმირებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიზნებთან დაკავშირებით და გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას რუსი მაღალჩინოსნების ამგვარი განცხადებების ფონზე". - ვკითხულობთ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსი გენერლის განცხადებებს უსაფუძვლო და რუსეთის ფედერაციის პოზიციასთან შეუსაბამო უწოდა. სამინისტროს ცნობით, მოსკოვი მხარს უჭერს მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

რუსეთის ელჩთან შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა დასძინეს, რომ მოლდოვა ნეიტრალური სახელმწიფოა და, შესაბამისად, ამ პრინციპს პატივს უნდა სცემდეს ყველა საერთაშორისო აქტორი, მათ შორის, რუსეთის ფედერაცია.

რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილის, გენერალ-მაიორ რუსტამ მინეკაევის თქმით, ომის მეორე ეტაპის მიზნებიდან ერთ-ერთი აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარებაა. მინეაკოვმა ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთის კონტროლი რუსეთს საშუალებას მისცემს, შევიდეს ოკუპირებულ რეგიონში, დნესტრისპირეთში, სადაც, მისი თქმით, სავარაუდოდ, რუსულენოვანთა უფლებები ირღვევა.

კომენტარები