ქართული ოცნება

ყაველაშვილი: საქმეს ვაკეთებთ და ხელს ნუ გვიშლით, თქვე დალოცვილიშვილებო

დაიწყეს ახლა თემით სპეკულირება, ბიძინა ივანიშვილი ისევ, ისევ რუსეთთან მიერთება და ა.შ. ჩვენ კიდევ საქმეს ვაკეთებთ, კითხვარს პასუხს ვცემთ, მაგრამ ხელს ნუ გვიშლით, თქვე დალოცვილიშვილებო.

ქართული ოცნების დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი პლენარულ სხდომაზე. ის Youtube-ზე გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება, რომელიც, შესაძლოა, ასახავდეს ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს. ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, უკრაინის რადის ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ მიმართა ევროკავშირისა და აშშ-ს ხელმძღვანელობას, განიხილონ პერსონალური სანქციების დაწესება ივანიშვილსა და დასავლეთში განთავსებულ მის აქტივებზე.

კომენტარები