რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა შავი ზღვის ბაზაზე გაწვრთნილი დელფინები განათავსა – THE GUARDIAN

 Photograph: Raymond Roig/AFP/Getty Images

სატელიტური სურათების ანალიზის მიხედვით, რუსეთმა წყალქვეშა ფლოტის შესაძლო თავდასხმებისგან თავის დასაცავად შავი ზღვის ბაზაზე დელფინები განათავსა

აშშ-ს საზღვაო ინსტიტუტმა (USNI-მა) სატელიტური ფოტოების ანალიზით დაასკვნა, რომ სევასტოპოლის ნავსადგურში ორი დელფინი თებერვალში, ომის დაწყებისას გადაიყვანეს. სევასტოპოლი რუსეთის არმიისთვის მნიშვნელოვანი საზღვაო ბაზაა. იგი მდებარეობას ყირიმის სამხრეთ ნაწილში. USNI-ის ანალიზის მიხედვით, სევასტოპოლში მდებარე ბევრი რუსული ხომალდი რაკეტებისგან შორს არ არის, შესაბამისად, წყალქვეშა შეტევებისგან დაუცველია. 

რუსეთს საომარი მიზნებისთვის დელფინების წვრთნის გამოცდილება აქვს - ქვეყანა წყლის ძუძუმწოვრებს იყენებს, რათა მოიპოვოს ობიექტები ან შეაჩეროს მტრის მყვინთავები. 2018 წელს სატელიტური სურათებით დასტურდება, რომ რუსეთი დელფინებს სირიის ომის დროსაც იყენებდა. 

ცივი ომის დროს, აშშ-მ და საბჭოთა კავშირმა დელფინების საომარი მიზნებისთვის გამოყენება დაიწყეს, რადგან მათ ექოლოკაციის საშუალებით, შეუძლიათ აღმოაჩინონ წყალქვეშა ობიექტები, როგორიცაა ნაღმები. 

აშშ-მ მინიმუმ $28 მილიონი დახარჯა დელფინებისა და ზღვის ლომებისგან შემდგარი "ჯარის" შესანარჩუნებლად, რომელთაც კონფლიქტში ქვეყნის დასახმარებლად მობილიზება შეუძლიათ. 

უკრაინაც საბჭოთა პროგრამით წვრთნიდა დელფინებს სევასტოპოლთან მდებარე აკვარიუმში, რომელიც 1990-იან წლებში შეწყდა. უკრაინის საზღვაო ფლოტმა სევასტოპოლის პროგრამა 2012 წელს აღადგინა, მაგრამ 2014 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრისას ძუძუმწოვრები რუსეთმა ჩაიგდო ხელში. უკრაინა ცხოველების დაბრუნებას წარუმატებლად ითხოვდა. 

"ჩვენმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს ახალი მოწყობილობები, რომლებიც დელფინების წყალქვეშა სონარის სამიზნეების ამოცნობას ოპერატორის მონიტორის სიგნალად გარდაქმნიან. უკრაინის საზღვაო ფლოტს აკლდა თანხები მსგავსი პროექტების განხორციელებისთვის". - განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს. 

დელფინები არ არიან ერთადერთი ოკეანის არსებები, რომლებსაც რუსმა სამხედროებმა შესაძლოა გაწვრთნეს. 2019 წელს ნორვეგიის სანაპიროზე თეთრი ვეშაპი შენიშნეს, სავარაუდოდ, გაწვრთნილი იყო რუსეთის საზღვაო ფლოტის მიერ. მეთევზეების თქმით, რომ თეთრი ვეშაპი ატარებდა უცნაურ აღკაზმულობას, შესაძლოა კამერებს და ავიწროებდა მათ ნავებს.

კომენტარები