2022 წლის პულიტცერის პრემიის გამარჯვებულები დასახელდნენ. სპეციალური ჯილდო მიიღეს უკრაინელმა ჟურნალისტებმა.
"პულიტცერის პრემიის საბჭო სიხარულით აჯილდოვებს სპეციალური ჯილდოთი ყველა უკრაინელ ჟურნალისტს. მადლობას ვუხდით განსაკუთრებული სიმამაცისთვის, რომლებიც ამ დაუნდობელ დროს, პუტინის მიერ მათ ქვეყანაში დაწყებული ინტერვენციისა და საინფორმაციო ომის ფონზე მოვლენებს სწორი კუთხით აშუქებენ. დაბომბვების, გატაცებების, ოკუპაციისა და ათობით დაღუპული კოლეგის მიუხედავად ისინი საშინელი რეალობის ზუსტ სურათს გადმოსცემენ, რითაც პატივს მიაგებენ უკრაინასა და მსოფლიოს ყველა ჟურნალისტს". – წერია პულიტცერის პრემიის ოფიციალურ საიტზე.
წლევანდელი დაჯილდოების გამარჯვებულები The Washington Post-ის ჟურნალისტები გახდნენ, მასალისთვის Attack, სტატია ვაშინგტონის კაპიტოლიუმზე თავდასხმას ეხება.
საუკეთესო ადგილობრივი და საერთაშორისო რეპორტაჟის კატეგორიაში The New York Times-ის ჟუტნალისტებმა გაიმარჯვეს.
1917 წელს დაფუძნებული პულიტცერის პრემია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჟურნალისტური ჯილდოა.