საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა

CRRC: მოსახლეობის 53% მიიჩნევს, რომ პარტიები მათ ინტერესებს სწორად არ წარმოაჩენენ

adf.org.au

CRRC საქართველოს ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 79% ეთანხმება მოსაზრებას, რომ დემოკრატია საქართველოსთვის საუკეთესო არჩევანია. 11% კითხვაზე ნეიტრალურ პოზიციას არჩევს, 6% პასუხზე უარს ამბობს, ხოლო 4% - არ ეთანხმება. აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა 2021 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა და შედეგები ასახავს
საზოგადოებრივ განწყობებს უკრაინაში ომამდე.

მოსახლეობის 53% მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიები მათ ინტერესებს სწორად არ
წარმოაჩენენ. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 61% დღევანდელ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს, 7% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო 21% - ორივეს.

გარდა ამისა, საზოგადოების 41% მიიჩნევს, რომ ქართული ოცნება უფრო მეტადაა პასუხისმგებელი საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციაზე/ორად გაყოფაზე, ვიდრე ოპოზიცია, 16% პოლარიზაციაზე პასუხისმგებლად ოპოზიციას ასახელებს, ხოლო 29% - ორივეს თანაბრად.

კვლევის თანახმადვე, გამოკითხულთა 39% ფიქრობს, რომ "ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა არ არის ჭეშმარიტად პროდასავლური, რასაც ხშირად რუსული ინტერესებისთვის მოაქვს სარგებელი". 27%-ის აზრით კი, "ქართული ოცნება ზოგადად პროდასავლური საგარეო პოლიტიკის ერთგულია, რაც ვიზალიბერალიზაციამ და ასოცირების შეთანხმებამ აჩვენა".

გამოკითხვა Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა CRRC საქართველომ - 3 024 პირისპირ
ინტერვიუს მეშვეობით (ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ
ენებზე). მეთოდოლოგია: CAPI. გამოპასუხება იყო 33%.

გამოკითხვა 2021 წლის 16 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა. ცდომილების
საშუალო ზღვარი: +-1.7%-ია.

ავტორები წერენ, რომ კვლევის ჩატარება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერითა და USAID-ის დაფინანსებით. ასევე აღნიშნავენ, რომ კვლევაში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.

კომენტარები