რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება G7-ს: უკრაინას სჭირდება ზალპური ცეცხლის სისტემები და ავიაცია

დიდი შვიდეულის წინა შეხვედრის დროს, მე მოვითხოვე სამი რამ, რაც უკრაინას სჭირდებოდა. ეს იყო: იარაღი, იარაღი და იარაღი. მას შემდეგ, სიტუაცია გაცილებით გაუმჯობესდა და აშშ-სა და რამდენიმე ევროპულ ქვეყანას ჰაუბიცების გადმოცემისთვის მადლობას ვუხდით. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის და დახმარება უნდა გაგრძელდეს. უკრაინას ახლა ესაჭიროება ზალპური ცეცხლის სისტემები და ავიაცია. ზალპური ცეცხლის სისტემების შესაძლო გადმოცემასთან დაკავშირებით, დიდი შვიდეულის ქვეყნების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გერმანიაში ვიზიტის დროს, სადაც G7-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სხვადასხვა საკითხის განსახილველად შეიკრიბნენ.

კომენტარები