რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი: რუსეთს G7-ის მიერ ახალი საზღვრების არაღიარება არ აინტერესებს

life.ru

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი დიდი შვიდეულის 3-დღიან შეხვედრას საკუთარ Telegram არხზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეხვედრის შედეგები არავითარ სიახლეს არ შეიცავდა. მედვედევმა G7-ის განცხადებას პუნქტობრივი კომენტარები დაურთო.

  • G7: ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ საზღვრებს, რომლის შეცვლასაც რუსეთი სამხედრო აგრესიით ცდილობს.

"რბილად რომ ვთქვათ, ჩვენს ქვეყანას G7-ის მიერ ახალი საზღვრების არაღიარება არ აინტერესებს. მნიშვნელოვანია, იქ მცხოვრები ხალხის ნამდვილი ნება. ნუ დაივიწყებთ კოსოვოს პრეცედენტს, დასავლელო მეგობრებო". - წერს მედვედევი.

  • G7: კიევი მიიღებს იარაღს მანამ, სანამ ამის საჭიროება იარსებებს.

"ანუ, G7 გააგრძელებს რუსეთთან ფარულ ომს, ნაცვლად იმისა, რომ საწვავსა და საკვებთან დაკავშირებულ პრობლემებს გაუმკლავდეს". - პასუხობს მედვედევი

  • G7: რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შესამცირებლად დამატებით ზომებს ვიღებთ, მათ შორის ნახშირისა და ნავთობის იმპორტის ეტაპობრივი შეზღუდვით.

"ეს ნიშნავს, რომ G7-ის ქვეყნები თავიანთი მოქალაქეების ძარცვას უკრაინის კორუმპირებული რეჟიმის დაფინანსებისთვის გააგრძელებენ". - ამბობს მედვედევი

  • G7: დიდი შვიდეულის ქვეყნები მოუწოდებენ ჩინეთს, არ დაეხმაროს რუსეთს სანქციების გვერდის ავლით, არ გაამართლოს მისი ქმედებები და არ გაუწიოს მას სამხედრო დახმარება. 

"ეს არის პირდაპირი ჩარევა ჩინეთის შიდა საქმეებში და მინიშნება იმაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ [ევროპას] შეგვიძლია დაგსაჯოთ". - აღნიშნავს მედვედევი.

  • G7: მოსკოვის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დაწესდება. 

"ჩვენ გვეგონა, რომ G7-ის ქვეყნები უკრაინის დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციისთვის რუსეთს ფინანსურ დახმარებას შესთავაზებდნენ. შევცდით.

[...] და კიდევ, „შვიდეულსაც“ კი დაავიწყდა კონფლიქტში რუსეთის მიერ სტრატეგიული ბირთვული ძალების გარდაუვალ გამოყენებასა და უკრაინელი ნაციონალისტების სავარაუდო სიკვდილით დასჯაზე საუბარი. ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის". - წერს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი Telegram-ზე.

დიდი შვიდეულის ერთობლივი განცხადების დეტალურად ნახვა შეგიძლიათ აქ:

კომენტარები