რა შეიძლება გაკეთდეს, ვერ გეტყვით, სამართლებრივად ალბათ უნდა გასაჩივრდეს, ასევე გეტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პრეზიდენტის პოზიციაც, ვიცი, რომ მას აღელვებს საქართველოს ევროპული გზა და ევროპული ინტეგრაცია, მე მზად ვარ, მას შევხვდე და გავუზიარე ის მიგნებები, რაც ამ განაჩენთან და ზოგადად, ბრალთან დაკავშირებით სახალხო დამცველს გვაქვს.
მე რომ ვიყო საქართველოს პრეზიდენტი და ვიცოდე, რომ დღეს არის ამ ქვეყნისთვის ისტორიულად გადამწყვეტი მომენტი, და ქვეყანაში იყოს მიღებული ისეთი გადაწყვეტილება პირის პატიმრობასთან დაკავშირებით, უმნიშვნელოვანესი მედიამენეჯერის მიმართ, სადაც სახალხო დამცველი ამბობს, რომ დანაშაულის ნიშნები არ იყო და ეს არის კანონიერების პრინციპთან შეუსაბამო გადაწყვეტილება, მე ნამდვილად ვიფიქრებდი შეწყალების გამოყენებაზე, რადგან ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა სამართლიანი გამოსავალი ამ სიტუაციაში.