აგრესორის წინააღმდეგ დაწესებულ ფაქტობრივად ყველა ადეკვატურ სანქციას მივუერთდით, მათ შორის, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ვთქვით, რომ რუსეთი ოკუპანტია და მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ არცერთი სანქცირებული პირი ან ბიზნეს-ინტერესი არ იქნება საქართველოში. ჩვენ ვიცავთ ამ ევროპულ გზავნილს, ვიცავთ ყველა იმ კრიტერიუმს, რაც დაწესებულია აგრესორის წინააღმდეგ.
მე მოვუწოდებდი პირიქით ევროპას, რომ იყონ ერთიანი თავიანთ პრინციპულობაში და ერთიანი იმ გახმოვანებულ გზავნილებში, რაც გააკეთეს 24 თებერვლის შემდეგ. მე ამას ვისურვებდი. ჩვენ ვართ მტკიცედ, მყარად.