"ახლა მიღებული რაკეტები (Harpoon) უკვე საკმარისია რუსეთის ფედერაციის მთელი შავი ზღვის ფლოტის ჩასაძირად. რატომაც არა? ".- ამბობს ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ბრატჩუკი.
მისი თქმით, ამერიკელი ექსპერტების დასკვნით, ავიამზიდის წყობიდან გამოსაყვანად, მას Harpoon-ის 5 რაკეტა უნდა მოხვდეს, კრეისერის გასანადგურებლად საკმარისია 4 რაკეტა.
"ერთ რაკეტას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს პატარა გემს ან ნავს. მაგალითად, სპარსეთის ყურეში Harpoon-ის რაკეტებით ჩაიძირა ორი ირანული ხომალდი".- ამბობს ბრატჩუკი.
ბრატჩუკმა აღწერა როგორ მუშაობს Harpoon რაკეტები:
"რაკეტა ეშვება ზღვის დონიდან 15 მეტრის სიმაღლეზე და შემდეგ ახორციელებს მარშის ფრენას. შემდეგ ეშვება 2 მეტრამდე და ხვდება მიზანს"- თქვა მან.
Harpoon ამერიკული წარმოების მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტაა.