Tbilisi Pride

მორგოშია: დარწმუნებული ვარ, პრემიერი ამჯერადაც ხალხის გვერდით დადგება

კონსტანტინე მორგოშია
კადრი ვიდეოდან/ TV პირველი

პუტინისტური ალტ-ინფოს ერთ-ერთი ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ კონსერვატიულ მოძრაობას იმდენი რესურსი აქვს, რომ TBILISI PRIDE-ს ფესტივალის ჩაშაშლელად რამდენიმე ათას ადამიანს გამოიყვანს. 

როგორც ის TV პირველთან საუბარში ამბობს, 5 ივლისი ქართველი ხალხის გამარჯვების დღე იყო და 2 ივლისიც იქნება დადასტურება, რომ "საქართველოში ეს მაიმუნობები დამთავრდება". 

ჟურნალისტის კითხვაზე, რას მოიმოქმედებენ იმ შემთხვევისთვის, თუ პოლიცია ღონისძიების დაცვას კანონიერი გზებით შეეცდება, ორკი პასუხობს, რომ პოლიცია ხალხის წინააღმდეგ არ წავა. 

"არ იქნება დაპირისპირების საბაბი, იმდენი ვიქნებით, რომ აზრი არ ექნება არაფრის დაცვას. არავის მხრიდან არ ექნება აზრი, ვამბობ ღიად, იმდენი ვიქნებით, რომ მათ ფესტივალს ვერ დაიცავს ვერავინ".- იმუქრება მორგოშია

პუტინისტს საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერის იმედიც აქვს: 

"მეორე ვადით პრემიერობის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის ყველა განცხადება, ფაქტობრივად თანხვედრაშია ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნებასთან, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერი ამ შემთხვევაშიც ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის გვერდზე დადგება".- ამბობს მორგოშია.  

TBILISI PRIDE წელს მარშის გამართვას არ აპირებს, თუმცა პუტინისტები ძალადობით კვლავ იმუქრებიან.

თბილისი პრაიდმა 28 ივნისიდან 2 ივლისამდე დაგეგმილ თბილისი პრაიდის კვირეულზე განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, კვირეული 3 ძირითადი ღონისძიებისგან შედგება, მათ შორის არის - ახალი ქართული ქვიარ ფილმის ჩვენება, რეგიონული კონფერენცია და პრაიდ ფესტივალი. ორგანიზატორების განცხადებით, 2022 წელს მათ ღირსების მარშის ჩასატარებლად "არავითარი სივრცე და შესაძლებლობა" არ გააჩნიათ. 

განცხადება სრულად ნახეთ აქ.

კომენტარები