ოკუპირებული ცხინვალი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში სატანკო ეკიპაჟებისთვის წვრთნები დაიწყეს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო ოთხი სატანკო ეკიპაჟით საარმიო თამაშს, სატანკო ბიატლონს იწყებს. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიგონზე წვრთნები ყოველდღიურად ჩატარდება და მონაწილეები საბრძოლო მანქანების მართვასა და საზენიტო ტყვიამფრქვევებიდან სროლას შეისწავლიან. 

დე ფაქტო მთავრობის ცნობით, აღნიშნული თამაშები ბოლო წლებში ხშირად იმართება და მასში რუსეთის მოკავშირე ქვეყნების სატანკო ეკიპაჟები იღებენ მონაწილეობას.

ბიატლონის გუნდის მუდმივი კაპიტნის, პოლკოვნიკ ვლადიმერ ძაგოევის თქმით, ვარჯიშის დროს გათვალისწინებულ იქნა ყველა ის ხარვეზი, რასაც წინა წლებში წააწყდნენ. პოლკოვნიკმა ასევე აღნიშნა, რომ ცვლილებები და დამატებები როგორც მართვის, ასევე სროლის სასწავლო პროგრამაში შევიდა.

სატანკო ბიატლონი აგვისტოს შუა რიცხვებში დაიწყება და მოსკოვის მახლობლად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ალბინოს საწვრთნელ მოედანზე გაიმართება.

კომენტარები