უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები

ჩაჩიბაია: ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულები იკრძალებიან

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოსთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე არ შემიძლია, რომ ნიკა მაჭუტაძეს არ ვუპასუხო. ბატონო ნიკა, მე გთხოვთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე დაელაპარაკოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულების ოჯახების წევრებსაც. ამ სასაფლაოზე ძირითადად იკრძალებიან ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას შესწირეს თავი. ჩემი დიდი პატივისცემა იმ ადამიანებს, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლეს და მამაცურად დაიღუპნენ ბრძოლის ველზე. თუმცა, ამ სასაფლაოზე იკრძალებიან საქართველოს მოქმედი ჯარისკაცები და ისინი, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაიღუპნენ ბრძოლის ველზე.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნიკა მაჭუტაძემ პარლამენტში დასვა შეკითხვა, თუ რატომ არ იკრძალებიან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე უკრაინაში დაღუპული ქართველი ბიჭები.

კომენტარები