მე ვარ პოლიტიკოსი და მე მესმის რეალპოლიტიკა, მე მესმის შესაძლებლობების ხელოვნება, მაგრამ მე ასევე მესმის, რომ პუტინი არ გაჩერებულა ყირიმში და ის არ გაჩერდებოდა კიევში. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვიბრძვით მშვიდობისთვის, ეს უნდა იყოს ნამდვილი მშვიდობა. მშვიდობა თავისუფლებით, ღირსებით, სამართლიანობითა და ანგარიშვალდებულებით. ევროპაში ჩვენ ვიცით დაშოშმინების ფასი, ჩვენ ვიცით კედლებისა და რკინის ფარდების წონა. ჩვენ ვიცით, რომ ზურგის შექცევის ფასის გადახდა გათელილი სიცოცხლეებითა და დაკარგული თაობებით ხდება. ამიტომაც, ეს არის ჩვენი მომენტი, ეს არის ევროპის დრო. როგორ შეაფასებს ისტორია ჩვენს ქმედებებს? წაიკითხავენ მომავალი თაობები ავტორიტარიზმზე დემოკრატიის ტრიუმფის შესახებ? მულტილატერალიზმის იზოლაციონიზმზე? არამგონია. ეს არის დამოკიდებული ჩვენზე და იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც ახლა ვიღებთ.
რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი
მეცოლა: ევროპაში ვიცით დაშოშმინების ფასი, რომლის გადახდაც დაკარგული თაობებით ხდება
tbl.ge/61bu
დაკოპირდა
ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კოპენჰაგენში, დეკომრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
ევროპარლამენტიდემოკრატიის სამიტირობერტა მეცოლარუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომიევროკავშირიუკრაინარუსეთი
ამავე თემაზე
- უკრაინა: გავანადგურეთ რუსული გამნაღმველი გემი "კოვროვეცი"
- უკრაინა: გავანადგურეთ 37 რუსული დრონი
- ყირიმში დაასაფლავეს რუსი სამხედრო, რომელიც, Astra-ს ცნობით, "საიდუმლო" ბაზას მეთაურობდა
- NATO-ს უმაღლესი სარდლის თქმით, ხარკოვში წინსვლისთვის რუსეთს საკმარისი ძალები არ ჰყავს
- კრასნოდარის ობიექტებს დრონებით დაარტყეს, რუსების მტკიცებით, 102 დრონი გაანადგურეს