ქართულმა ოცნებამ თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის მხარე აირჩია. საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთთან ფრონატაციისა და დაპირისპირების ყველაზე ცუდი მიმართულება აირჩია, რაც მათ კიდევ ერთხელ აყენებს რუსულ ხაზზე, იმიტომ რომ მათ დღეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი უპირისპირდება. იმის მაგივრად რომ ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება მუშაობდეს ევროკომისიასთან, მათ შორის ევროპარლამენტარებთან, პრაქტიკულად ცეცხლია გახსნილი და ეს კონფრონტაცია კიდევ უფრო ღრმავდება, რაც მე ვფიქრობ რომ ამ პროცესისთვის, რისი შანსიც ჯერ კიდევ არის, რომ ევროკომისიაში საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის და მისი პერსპექტივისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღონ, ხელისუფლება თავის ქმედებებით კიდევ უფრო ამძიმებს.
საქართველო-ევროკავშირი
წერეთელი: ქართულმა ოცნებამ თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის მხარე აირჩია
tbl.ge/61eo
დაკოპირდა
ევროპული საქართველოს წევრი გიგი წერეთელი. ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიღებაზე საუბრისას თქვა, რომ "აჟიტირებული მტრები" პროცესს ისე წარმოაჩენენ, თითქოს სტატუსის არმინიჭებით "სასწაულს კარგავს ქვეყანა".
ამავე თემაზე
- ევროკომისიის გენერალური დირექტორი 1-2 მაისს საქართველოს ეწვევა
- წულუკიანი: ჩვენ ვიქნებით ევროკავშირში, მაგრამ ვიქნებით კვლავ ქართველები, კვლავ ქრისტიანები
- იან კელი: კობახიძეს შეცდომით ჰგონია, რომ EU-სკენ გზა ბუდაპეშტზე გადის
- ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტის შესწორებებში ივანიშვილის სანქცირებაც ნახსენებია
- შარლ მიშელი რუსულ კანონზე: ეს კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს