რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შვარცენეგერი ევროპასა და რუსულ რესურსებზე: ხელები სისხლში გვაქვს გასვრილი, ომს ვაფინანსებთ

ყველა შეძრწუნებული ვართ იმ კადრებით, რომლებსაც ყოველ ღამე სიახლეებში ვხედავთ. თუმცა, მოდი ჩვენს თავთან გულწრფელები ვიყოთ – 1300 რაკეტა, რომლებიც რუსეთმა უკრაინულ ქალაქებს ომის პირველ ორ თვეში ესროლა, €7.7 მილიარდი ღირს. ბევრია. თუმცა, ამავდროულად, ევროპამ რუსეთში €44 მილიარდი გაგზავნა საწვავისთვის... რა თქმა უნდა, რუსებს სწყინთ, რომ კარგავენ ჯარისკაცებს, აღჭურვილობას, ტანკებს, თვითმფრინავებსა და ამ ყველაფერს, თუმცა ისინი ამბობენ: "ამ ომისთვის გადახდა მაინც არ გვიწევს. ევროპა ფულს გვიგზავნის. ომისთვის ისინი იხდიან". არ აქვს მნიშვნელობა როგორ შეხედავ ამას, ჩვენი ხელები სისხლშია გასვრილი, რადგან ჩვენ ვაფინანსებთ ომს. უნდა შევწყვიტოთ ჩვენი თავის მოტყუება. ამჟამად, ჩვენ გვაქვს ყველანაირი ტექნოლოგია, რაც საჭიროა წიაღისეული საწვავის უკან მოსატოვებლად.

მიმართა ევროპის ლიდერებს მსახიობმა და კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა, არნოლდ შვარცენეგერმა რუსული ბუნებრივი რესურსების შესყიდვასა და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.

კომენტარები