დღეს მოხვედით, რომ აჩვენოთ, რა გსურთ მომავალში. ვფიქრობ, რომ იგივე გსურთ. მადლობა, რომ ზრუნავთ, მადლობა, რომ მოხვედით. მე სრულად გიჭერთ მხარს და ვზრუნავ თქვენს ევროპულ მომავალსა და ევროპულ მისწრაფებაზე. ნამდვილად ვფიქრობ, რომ თქვენ არა მხოლოდ უნდა მიიღოთ კანდიდატის სტატუსი, არამედ უნდა ილაპარაკონ თქვენზე, როგორც ქვეყანაზე, როგორც ხალხზე. თქვენ იმსახურებთ ევროკავშირის წევრობას. რა თქმა უნდა, კარგად იცით, რომ ცოტა კრიტიკულები ვართ თქვენი მთავრობის მიმართ, საქართველოში არსებული ვითარების მიმართ, მაგრამ ეს არ ცვლის ჩვენს ურთიერთობებს, ჩვენს სურვილს, პროგრესს მიაღწიოთ, რომ შეძლოთ, ევროკავშირის ნაწილი გახდეთ. ყოველთვის გახსოვდეთ, თქვენ უკან ვდგავართ რთულ პერიოდშიც და მაშინაც, როდესაც გაკრიტიკებთ. დარჩით ძლიერები, პროევროპელი იდეალისტები, თუ ეს ისევე მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც ჩემთვის.
საქართველო-ევროკავშირი
გრეგოროვა: თქვენი მთავრობის მიმართ კრიტიკული ვართ, ეს არ ცვლის სურვილს, პროგრესს მიაღწიოთ
tbl.ge/61sl
დაკოპირდა
მიმართავს ევროპარლამენტარი, მწვანეთა ალიანსის წევრი, მარკეტა გრეგოროვა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს.
ამავე თემაზე
- მიშელი: სრულად ვუჭერთ მხარს ქართველების სურვილს თავისუფალი საზოგადოების შესახებ
- ევროკომისიის გენერალური დირექტორი 1-2 მაისს საქართველოს ეწვევა
- წულუკიანი: ჩვენ ვიქნებით ევროკავშირში, მაგრამ ვიქნებით კვლავ ქართველები, კვლავ ქრისტიანები
- იან კელი: კობახიძეს შეცდომით ჰგონია, რომ EU-სკენ გზა ბუდაპეშტზე გადის
- ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტის შესწორებებში ივანიშვილის სანქცირებაც ნახსენებია