საქართველო-ევროკავშირი

დავითულიანი აქციაზე: ჩემი მეგობრებიც იყვნენ გასული, ქართული ოცნების ამომრჩევლები არიან

იქ იყვნენ გასული ადამიანები, ვინც სხვადასხვა პარტიის ამომრჩეველია, მათ შორის, პირადად ჩემი მეგობრებიც, რომლებიც ქართული ოცნების ამომრჩევლები არიან, იმ გზავნილის გასაგზავნად, რომ საქართველო არის და იმსახურებს ევროპის სრულფასოვან წევრობას. 

ორგანიზატორები იყვნენ ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებული ადამიანები, თუმცა აქცია იყო წარმოდგენილი და პოზიციონირებული, როგორც აპოლიტიკური და ისინიც და ყველა მიხვდა, რომ ბევრი პოლიტიკოსის იქ მისვლა მხოლოდ დისკრედიტაციას ახდენს ნებისმიერი ღონისძიების და აქციის. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა დავითულიანი. გუშინ, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქცია შინ ევროპისკენ გაიმართა. 

კომენტარები