გუშინდელმა აქციამ დაგვანახა, რომ საქართველოში არის უამრავი ადამიანი,რომელსაც გულწრფელად უნდა ევროკავშირის წევრობა, სტატუსის მიღება და ეს არის ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილება. ამას მე პირადად და ქართული ოცნება სრულად ვიზიარებთ. მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი აღმოჩნდნენ გუშინ პოლიტიკური ელფერის აქციაზე, სადაც ორგანიზატორებმა ბოლოს ვერ დაფარეს გულწრფელი ზრახვები, პირდაპირ გააკეთეს მოწოდებები ხელისუფლების დამხობისკენ, ხელისუფლების გადაგდებაზე. ის გულწრფელი ადამიანები, ვინც იქ მივიდა ევროკავშირის მისწრაფებებისთვის, მათ პოზიციას ჩვენ სრულად ვიზიარებთ, მაგრამ ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკურ კონტექსტს და ევროკავშირის დროშას არის ამოფარებული, ნებისმიერი უკანონო გადაწყვეტილების თუ მოქმედების შემთხვევაში, მყისიერი და ადეკვატური კანონისმიერი პასუხი იქნება.
საქართველო-ევროკავშირი
ამილახვარი აქციაზე: EU-ს დროშას ამოფარებულების უკანონო ქმედებაზე მყისიერი პასუხი იქნება
tbl.ge/61th
დაკოპირდა
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ამილახვარი. გუშინ, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქცია შინ ევროპისკენ გაიმართა.
ამავე თემაზე
- მიშელი: სრულად ვუჭერთ მხარს ქართველების სურვილს თავისუფალი საზოგადოების შესახებ
- ევროკომისიის გენერალური დირექტორი 1-2 მაისს საქართველოს ეწვევა
- წულუკიანი: ჩვენ ვიქნებით ევროკავშირში, მაგრამ ვიქნებით კვლავ ქართველები, კვლავ ქრისტიანები
- იან კელი: კობახიძეს შეცდომით ჰგონია, რომ EU-სკენ გზა ბუდაპეშტზე გადის
- ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტის შესწორებებში ივანიშვილის სანქცირებაც ნახსენებია