რეგიონში და ევროპის მასშტაბით ჩვენი სასამართლო არის ერთ-ერთი მართლაც ძალიან კარგი სასამართლო და ძალიან ბევრი პროფესიონალი, ღირსეული მოსამართლე ჰყავს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სახელმწიფოს. მინდა, ყველას მოვუწოდო რომ ასეთი ეპითეტებით საერთოდ არ შეიძლება სახელმწიფო ინსტიტუტების მოხსენიება და არ შეიძლება ქვეყანაზე რომ ამბობთ მაჩანჩალა ქვეყანას. სირცხვილია, მეგობრებო, თქვენი ქვეყანაა, თქვენი შვილების ქვეყანაა, როგორ შეიძლება, რომ თქვენს საკუთარ სახელმწიფოზე ამბობთ მაჩანჩალას, როგორ შეიძლება ეს? რა დამოკიდებულებას აჩვენებთ, რა მაგალითს აჩვენებთ ჩვენს ხალხს, შვილებს, მომავალ თაობას? თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მაგალითად ისრაელში გაბედოს ისრაელის ქნესეთის რომელიმე დეპუტატმა და ისრაელის სახელმწიფოს უწოდოს ეს ეპითეტი, ან ნებისმიერი სხვა, თავმოყვარე ევროპული სახელმწიფოს პარლამენტის წევრმა? ეს რა დამოკიდებულება გაქვთ საერთოდ, ამით ხომ აჩვენებთ, რომ თქვენთვის ქვეყანა არაფერია საერთოდ. ეწყინათ, როცა ვთქვით, რომ ომის დროს გმირულად იომეს ჩვენმა ჯარისკაცებმა, პოლიციელებმა, შეაკლეს თავი და რა მერე? შეგვრჩა ასეთი, აღარ გავიმეორებ, ეს პოლიტიკოსები და მათი გვარები და სახელები ყველამ კარგად ვიცით, სწორ ადგილას არიან ისინი დღეს.
ქართული ოცნება
ღარიბაშვილი: რეგიონში და ევროპის მასშტაბით ჩვენი სასამართლო არის ერთ-ერთი ძალიან კარგი
tbl.ge/61x5
დაკოპირდა
თქვა საქართველოს პრემიერმინსიტრმა პარლამენტში გამოსვლისას.
ამავე თემაზე
- ეს ყველაფერი წაიღეთ სამართალდამცველ სტრუქტურებში - კობახიძე ძალადობის ამსახველ ვიდეოზე
- ზრდილობის ხსენებაზე მიშველაძემ კობახიძეს დიტო სამხარაძის გინება ჩაურთო
- ღუდუშაური მოქალაქეს: შე ჩმორო, შენი დედას შევე*ი
- ოცნების დეპუტატი: არ გამოდის ოჯახი მამაკაცისა და ქალის გარეშე
- საკრებულოში ოცნების დეპუტატი: ღირსებით, გაუ*იმავი კაცებით ვივლით ევროპისკენ