აქცია ვისი მხრიდან არის ორგანიზებული, ეს ჩვენ ვიცით - ეს არის ნაცმოძრაობა და მისი ახალგაზრდული რადიკალური ფრთა, სირცხვილია. მათ, რა ტქმა უნდა, ექნებათ რადიკალური პოლიტიკური განცხადებები დაყენებული, წარმოთქმული ამ აქციაზე, ეს, რა თქმა უნდა, მათი მცდელობა იქნება. ისინი არ ასრულებენ პირველივე პუნქტს იმ დოკუმენტში, რომელიც შეიმუშავა ევროპულმა კომისიამ. როგორც მოგეხსენებათ, მთავარი მოთხოვნა იყო დეპოლარიზაცია და ამ დროს ეს ადამიანები, ნაცმოძრაობა თავისი სატელიტებით, ახალგაზრდული ფრთით, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პირიქით, პოლარიზაცია გააღვივონ.
საქართველო-ევროკავშირი
კობახიძე აქციაზე: რადიკალური პოლიტიკური განცხადებები იქნება, ორგანიზატორები ვიცით
tbl.ge/6214
დაკოპირდა
ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. დღეს, 24 ივნისს პარლამენტის წინ აქცია შინ ევროპისკენ გაიმართება.
ამავე თემაზე
- მიშელი: სრულად ვუჭერთ მხარს ქართველების სურვილს თავისუფალი საზოგადოების შესახებ
- ევროკომისიის გენერალური დირექტორი 1-2 მაისს საქართველოს ეწვევა
- წულუკიანი: ჩვენ ვიქნებით ევროკავშირში, მაგრამ ვიქნებით კვლავ ქართველები, კვლავ ქრისტიანები
- იან კელი: კობახიძეს შეცდომით ჰგონია, რომ EU-სკენ გზა ბუდაპეშტზე გადის
- ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტის შესწორებებში ივანიშვილის სანქცირებაც ნახსენებია