მოთხოვნაა, რომ ტექნიკური მთავრობა შეიქმნას. რა ტექნიკურ მთავრობაზეა ლაპარაკი? მე ძალიან გული მწყდება იმის გამო, რომ ახალგაზრდების გარკვეული რაოდენობა აბსოლუტურად შეცდომაშია შეყვანილი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ჰქვია ევროპა, როგორი უნდა იყოს ევროპული ქვეყანა, სად მიისწრაფვის ჩვენი ქვეყანა იმ შემთხვევაში, თუ ეს ქაოტური პროცესები დაიწყება და ეს ტექნიკური მთავრობა... ეს ბუნტი პოლიტიკურ ველზე სადამდე მიგვიყვანს. მეორე - ვის მიყვები?! ადამიანს, რომელმაც შენი წლოვანების ხალხი აწამა.
საქართველო-ევროკავშირი
ვოლსკი: ძალიან გული მწყდება, ახალგაზრდების ნაწილი შეცდომაშია შეყვანილი, თუ რას ჰქვია ევროპა
tbl.ge/621t
დაკოპირდა
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ვოლსკი. გუშინ, 25 ივნისს გამართულ აქციაზე სამოქალაქო მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" მოთხოვნები გამოაცხადა - აქტივისტები პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და "ეროვნული თანხმობით მთავრობის შექმნას" ითხოვენ.
ამავე თემაზე
- მიშელი: სრულად ვუჭერთ მხარს ქართველების სურვილს თავისუფალი საზოგადოების შესახებ
- ევროკომისიის გენერალური დირექტორი 1-2 მაისს საქართველოს ეწვევა
- წულუკიანი: ჩვენ ვიქნებით ევროკავშირში, მაგრამ ვიქნებით კვლავ ქართველები, კვლავ ქრისტიანები
- იან კელი: კობახიძეს შეცდომით ჰგონია, რომ EU-სკენ გზა ბუდაპეშტზე გადის
- ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტის შესწორებებში ივანიშვილის სანქცირებაც ნახსენებია