გაეროს ქარტია უშიშროების საბჭოს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მთავარ პასუხისმგებლობას ანიჭებს. ქარტიის მეორე თავის მე-6 პუნქტი გარკვევით ამბობს, რომ ორგანიზაციის წევრი, რომელიც სისტემატიურად არღვევს ქარტიაში არსებულ პრინციპებს, შესაძლებელია გენერალური ასამბლეისა და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არღვევს გაეროს ფუნდამენტურ პრინციპებსა და საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს, მას პასუხია რ მოეთხოვება გლობალურ დონეზე. ის კვლავ რჩება გაეროს სააგენტოებში და საკუთარი ადგილით ინარჩუნებს პრივილეგიებს. უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის ადგილი, რომელსაც რუსეთი ინარჩუნებს მხოლოდ და მხოლოდ ცივი ომის დასასრულს პოლიტიკოსების არაშორსმჭვრეტელობის გამო. რუსეთს არ აქვს უფლება უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომელიც არაპროვოცირებული და უბრალოდ კოლონიალისტური ხასიათისაა რუსეთის მხრიდან, კენჭისყრის დისკუსიებში მიიღოს მონაწილეობა. მოგიწოდებთ, გენერალურ ასამბლეაზე ტერორისტული სახელმწიფოს დელეგაციას წაართვათ ძალაუფლება. ეს შესაძლებელია. ეს აუცილებელია. ეს სამართლიანია. რუსეთს არ აქვს უფლება დარჩეს უშიშროების საბჭოში.
tbl.ge/627e
დაკოპირდა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა.
ამავე თემაზე
- ყირიმში დაასაფლავეს რუსი სამხედრო, რომელიც, Astra-ს ცნობით, "საიდუმლო" ბაზას მეთაურობდა
- NATO-ს უმაღლესი სარდლის თქმით, ხარკოვში წინსვლისთვის რუსეთს საკმარისი ძალები არ ჰყავს
- კრასნოდარის ობიექტებს დრონებით დაარტყეს, რუსების მტკიცებით, 102 დრონი გაანადგურეს
- შრი ლანკამ რუსულ ჯარში მოტყუებით წაყვანილების დასაბრუნებლად რუსეთში დელეგაცია გაგზავნა
- უკრაინის სამხედრო ნაწილები ხარკოვის ოლქის რამდენიმე სოფლიდან გამოვიდნენ