უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის რეგიონზე განხორციელებული შტურმი შეაჩერეს და არაერთი შეტევა მოიგერიეს.
"ხარკოვის მიმართულებით რუსი დამპყრობლები ქალაქ ხარკივოსა და მის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ასევე აღმოსავლეთით მდებარე დასახლებების დაბომბვას აგრძელებენ. მტერმა ავიაიერიშები პეტროვკას მახლობლადაც განახორციელა. უკრაინელმა სამხედროებმა აღკვეთეს მტრის თავდასხმის მცდელობა სოსნოვკას მიმართულებით და ოკუპანტებმა უკან დაიხიეს". - წერია განცხადებაში.
ამავდროულად, განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ჩერკასკი ტიშკოვის რაიონში ოკუპანტებმა დისტანციურად დანაღმეს ის ტერიტორია, სადაც კონტრ-ბატარეული ბრძოლა მიმდინარეობს.
"სლავიანსკის მიმართულებით, მტერი თავისი ქვეყდანაყოფების ტაქტიკური პოზიციების გაუმჯობესებას ცდილობს. ასევე, ოკუპანტები გარკვეული წარმატებით უტევენ მაზანოვკას დასახლებასაც". - აღნიშნულია განცხადებაში.