გვექნება კონსულტაცია ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან და იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი, რომელიც წესით მარტივი უნდა იყოს, რომ ყველამ უარი თქვას და შეიკავოს თავი სიძულვილის ენისგან, აგრესიული რიტორიკისგან და ა.შ., მოგვარდება. თუ ჩვენ ყველა პარტიულ ინტერესებზე მაღლა დავაყენებთ სახელმწიფოს ინტერესებს და ქართული ოცნება არის პირველი, რომელმაც განაცხადა, რომ ჩვენთვის ქვეყნის ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პარტიული ინტერესები. ჩვენ მზად ვართ, გარკვეული მორატორიუმი გამოვაცხადოთ აგრესიულ რიტორიკაზე, კამპანიასა და ა.შ. კონკრეტულ შემხვედრ ნაბიჯებს დაველოდებით. დეპოლარიზაციის რეცეპტი არის ყველა პოლიტიკური პარტიის მონდომება, პოლიტიკური ნება, რომ გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენაზე, აგრესიულ რიტორიკასა და ა.შ. ეს ყველა ჩვენგანის ხელშია და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. აგრესიული რიტორიკისა და სიძულვილის ენის შემცირება ჩვენი საზოგადოების ინტერესშია. ეს არის სწორედ იმ ინტერესში, რომელიც უკავშირდება საქართველოს გზას ევროკავშირისკენ.
საქართველო-ევროკავშირი
ოხანაშვილი: მზად ვართ, აგრესიულ რიტორიკასა და კამპანიაზე გარკვეული მორატორიუმი გამოვაცხადოთ
tbl.ge/62iz
დაკოპირდა
ამბობს ქართული ოცნების წევრი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი.
ამავე თემაზე
- მიშელი: სრულად ვუჭერთ მხარს ქართველების სურვილს თავისუფალი საზოგადოების შესახებ
- ევროკომისიის გენერალური დირექტორი 1-2 მაისს საქართველოს ეწვევა
- წულუკიანი: ჩვენ ვიქნებით ევროკავშირში, მაგრამ ვიქნებით კვლავ ქართველები, კვლავ ქრისტიანები
- იან კელი: კობახიძეს შეცდომით ჰგონია, რომ EU-სკენ გზა ბუდაპეშტზე გადის
- ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტის შესწორებებში ივანიშვილის სანქცირებაც ნახსენებია