სომხეთის პრეზიდენტს, ნიკოლა ფაშინიანსა და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ფაშინიანმა და ერდოღანმა ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტი საკუთარ Twitter-ზე წერს.
"თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან საუბრისას ყურადღება გავამახვილეთ იმ მნიშვნელობაზე, რასაც თურქეთსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესს ვანიჭებთ. ველით ჩვენი სპეციალური წარმომადგენლების მიერ პირველ ივლისს მიღწეული შეთანხმების პირველად იმპლემენტაციას". – წერს ფაშინიანი.