დეოლიგარქიზაცია

იუკნევიჩიენე ოცნებას: დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას, დეივანიშვილიზაციას

ქართველი ხალხი ჩვენს მხარდაჭერას იმსახურებს და მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ მოვლენების განვითარება, როგორც ჩვენი კოლეგისგანაც გავიგეთ, შემაშფოთებელია. ვიტყოდი, რომ საქართველო ერთი პიროვნების ტყვეობაშია. და თუ ქართული ოცნება ვერ იგებს, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც ევროპული კომისიის მიერ იყო ნახსენები, გაგებაში დავეხმარები – ეს ნიშნავს საქართველოს დებიძინიზაციას ან დეივანიშვილიზაციას. ეს სჭირდება საქართველოს, რათა ერთი ადამიანის ტყვეები არ იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ მივიღეთ რეზოლუცია, რომელშიც სანქციებიც იყო ნახსენები და ამაზე არ ვჩერდებით. ასევე, მინდა ევროპული კომისიისა და სხვა ინსტიტუციების ყურადღება გავამახვილო ჩვენს რეზოლუციაზე. ვფიქრობ, ქვეყანას (საქართველოს) უნდა დავეხმაროთ, ღიად ვიტყვი – გათავისუფლდეს ასეთი კრემლის მსგავსი პოლიტიკისგან, რაც კრემლს ეხმარება, რათა ეს ქვეყანა მომავალში ევროკავშირის გარეთ დატოვოს. 

უნდა გვქონდეს სამოქალაქო საზოგადოების იმედი. ვხედავთ მცდელობებს - რამდენიმე კვირის წინ ამ ქვეყნის ისტორიაში უდიდეს დემონსტრაციაზე ხალხმა საკუთარ თავს გაუწია ორგანიზება. სამოქალაქო საზოგადოებისგან ძალიან დადებით და ოპტიმისტურ მცდელობებს ვხედავ, ვფიქრობ, ისინი საკუთარ საქმეს გააკეთებენ და მოვესწრები, რომ ჩვენ ამ ხალხთან ერთად ევროკავშირის ოჯახში ვიქნებით.

თქვა ევროპარლამენტარმა და ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრმა, რასა იუკნევიჩიენემ, ევროპარლამენტარი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი სვენ მიკსერის მიერ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის წარდგენის შემდეგ. 

კომენტარები